15 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
ორი ლეგენდის შეხვედრა - ისევ თბილი მისალმება და ისევ თავმდაბლობა

გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე პორტუმ ტურინის იუვენტუსს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მატჩი გამორჩეული იყო ორი ლეგენდარული მეკარის - იკერ კასილიასის და ჯანლუიჯი ბუფონის შეხვედრით. ყველასთვის ცნობილია, რომ ორი ვეტერანი ფეხბურთელი ძალიან ახლო მეგობრები არიან და შესაბამისად მატჩის დასრულების შემდეგ ერთმანეთს ტრადიციულად თბილად გადაეხვივნენ.

შეხვედრის წინ იკერ კასილიასმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისთვის საუკეთესო მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი იყო. ამას იტალიელიც გამოეხმარა და ბუფონის თქმით, შედარება საჭირო არ არის, რადგანაც ისინი ორივე საუკეთესოები არიან. 

აღსანიშნავია, რომ ბუფონი და კასილიასი ერთმანეთს მე-18 დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრების მხრივ ესპანელი მეკარე ლიდერობს - კასილიასმა 6-ჯერ შეძლო ბუფონის წინააღმდეგ თამაშის მოგება, ჯიჯიმ კი გუშინ მეხუთე მატჩი მოიგო. მათ შორის გამართული 7 შეხვედრა ფრედ დასრულდა. მეკარეებმა აღნიშნულ მატჩებში თანაბარი 19-19 გოლი გაუშვეს, იტალიელმა საკუთარი კარი მშრალად 4-ჯერ შეინახა, ესპანელმა კი - ექვსჯერ.

დღის ამბები