15 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
სერხიო აგუეროს იდეალური სიმულაცია, რომელიც არავინ არ დაიჯერა - Eurosport

"სერხიო აგუეროს იდეალური სიმულაცია, რომელიც არავინ არ დაიჯერა," - Eurosport-მა სიტი-მონაკოს შეხვედრის 34-ე წუთზე მომხდარი ფაქტი შეაფასა. გამოცემა წერს, რომ აგუერომ მეკარესთან კონტაქტამდე დაიწყო ვარდნა, რაც არბიტრმა შეამჩნია და არგენტინელი ყვითელი ბარათით დასაჯა.

ამ გამოხმაურებას გულშემატკივრების პროტესტი მოჰყვა, უმრავლესობის აზრით, მსაჯმა შეცდომა დაუშვა და თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა.

შეხვედრა სიტის გამარჯვებით 5:3 დასრულდა.

 

წყარო: Eurosport

დღის ამბები