დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან პრიზე, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში შავდათუაშვილმა რუს დენის იარცევთან წააგო, რომელსაც შარშან 8 აგვისტოს, რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მოუგო.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ტურნირზე მოპოვებული ერთი ოქროს და ორი ვერცხლის ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოიპოვა, ამირან პაპინაშვილი კი 60კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლს დასჯერდა.
ტურნირის ბოლო დღეს, ხვალ მედლები ვაჟთა შორის 90, 100 კგ–მდე და მძიმე წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე –90), ლაშა ტაველური (–100), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100) იასპარეზებენ.
ფოტო - არქივი