საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დიუსელდორფის გრან პრიზე 45 ქვეყნის ნაკრებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. ირაკლი ცირეკიძის მიერ მომზადებულმა გუნდმა ტურნირი 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა.
ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ) და ბექა ღვინიაშვილის (90 კგ) მოიპოვეს, ვერცხლი კი ამირან პაპინაშვილის (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილის (73 კგ) ანგარიშზეა.