მანჩესტერ იუნაიტედმა ინგლისის ლიგის თასის ფინალში საუთჰემპტონი დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და ტიტულის მფლობელი გახდა.
იუნაიტედი იბრაჰიმოვიჩის და ლინგაარდის გოლების წყალობით მეტოქეს 2:0 ამარცხებდა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს მანოლო გაბიადინიმ ჯერ სხვაობა შეამცირა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში ორივე გუნდი ცდილობდა გოლის გადანას, თუმცა მიზანთან უფრო ახლოს საუთჰემპტონი იყო, ერთხელ წითელი ეშმაკები გაშვებულ გოლს ძელმა გადაარჩინა. საბოლოოდ 89-ე წუთზე იბრაჰიმოვიჩმა თავური დარტყმით დუბლი შეასრულა და იუნაიტედს ტიტული მოაგებინა.
მანჩესტერ იუნაიტედმა ინგლისის ლიგის თასი მეხუთედ მოიგო და შედეგად ჯამში ინგლისის მაშტაბით 42 ტიტული დაუგროვდა და ლივერპულის შედეგი გააუმჯობესა (41).