"ფინალი, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მოიგო," - ასე შეაფასეს სოციალურ ქსელში ინგლისის ლიგის თასის შეხვედრა, სადაც მანჩესტერ იუნაიტედმა დაძაბულ ბრძოლაში საუთჰემპტონი 3:2 დაამარცხა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დუბლის შესრულება მოახერხა და იუნაიტედს მეხუთედ მოაგებინა ლიგის თასი. აღსანიშნავია, რომ წითელმა ეშმაკებმა მიმდინარე სეზონში მეორე ტიტული მოიგეს - აგვისტოში კლუბის ინგლისის სუპერთასის გამარჯვებული გახდა.