ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში 24-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ლა ლიგის ლიდერებმა, რეალმა და ბარსელონამ თავიანთი შეხვედრები დაძაბულ ბრძოლაში მოიგეს.
ბარსელონა სტუმრად ატლეტიკოსთან თამაშობდა და ბლაუგრანამ მეტოქე 1:2 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში რაფინიამ გახსნა, რასაც დიეგო გოდინის გოლი მოჰყვა. მატჩის 87-ე წუთზე ლიონელ მესი გამარჯვების გოლის ავტორი გახდა და ბარსელონამ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
ვილიარეალმა კი მადრიდის რეალს უმასპინძლა და მეორე ტაიმის დასაწყისში გატანილი 2 გოლის წყალობით ამარცხებდა მეტოქეს, თუმცა ბეილის, რონალდოს და მორატას გამარჯვების გოლის წყალობით სამეფო კლუბმა ლა ლიგაში ლიდერობის შენარჩუნება შეძლო.
ესპანეთის ჩემპიონატს 55 ქულით მადრიდის რეალი ლიდერობს, მას 1 ქულით ჩამორჩება ბარსელონა, (რეალს 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული), მესამე პოზიციაზე კი სევილია (52) იმყოფება.