ზაზა ფაჩულიამ გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში პირადი რეკორდი დაამყარა მატჩი. ქართველმა კალათბურთელმა ფილადელფიასთან სტუმრად 119:108 მოგებულ შეხვედრაში 16 ქულა მიითვალა, რაც "მეომრებში" მისი საუკეთესო შედეგია.
ფაჩულიამ პარკეტზე 14 წუთი და 30 წამი გაატარა, რა დროშიც მან 16 ქულასთან ერთად 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შეხვედრაში ყველაზე მეტი 27 ქულა კევინ დურანტის ანგარიშზეა, დრეიმონ გრინმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 14 ქულა, 11 პასი.
გოლდენ სტეიტი 50 გამარჯვებით და 9 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. მომდევნო შეხვედრაში ოქროს შტატელები ვაშინგტონ ვიზარდის წინააღმდეგ 1 მარტს გამართავენ.