UEFA-ს სამიტი, რომელიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ პირველად ტარდება, დღეს 10 საათზე, სასტუმრო ბილტმორში გაიხსნა. სამიტი ევროსაბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ფეხბურთის მასობრიობის საკითხებს შეეხება.
UEFA GROW სამიტის მუშაობაში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ესტონეთის, ყაზახეთის, ლატვიის, ლიტვის, მოლდოვას, პოლონეთის, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები და გენერალური მდივნები მონაწილეობენ.
თბილისში გამართული სამიტის სტუმრები უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სომხეთის განათლების მინისტრის მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები იქნებიან.