NBA-ში ვაშინგტონვიზარდი-გოლდედენ სტეიტის შეხვედრის დროს ვაშინგტონელთაპოლონელმა ცენტრმა, მარცინ გორტატმა ზაზა ფაჩულიას უხეშად ჰკრა ხელი, შედეგად ქართველმა კალათბურთელმა წონასწორობა დაკარგა და დურანტის მარცხენა მუხლს დაეჯახა.
ამ დროს მატჩის საწყისი წუთები მიმდინარეობდა და დურანტმა თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა. წინასწარი მონაცემებით ამერიკელ კალათბურთელს მუხლის მყესები დაეჭიმა და ტრავმის სიმძიმე დეტალური გამოკვლევების შემდეგ გახდება ცნობილი.
რაც შეეხება შეხვედრას, გოლდენ სტეიტი 108:112 დამარცხდა. ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 18 წუთი გაატარა და 12 ქულა, 8 მოხსნა მიითვალა.