ბრიტანული გამოცემა SUN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგ ნახევარმცველს, პოლ პოგბას თავს ერთ-ერთი გულშემატკივარი დაესხა და თეფში ესროლა.
ინციდენტი ინდურ რესტორანში მოხდა. თვითმხილველების თქმით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის მიმართ გულშემატკივარმა აგრესია მას შემდეგ გამოხატა, რაც ფრანგმა ავტოგრაფზე უარი უთხრა.
წყარო: thesun.co.uk