საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში დავით ყიფიანის სახელობის სპორტის ბიბლიოთეკა გაიხსნა.
პრეზენტაციას საქართველოს სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე. და დავით ყიფიანის შვილი, ლევან ყიფიანი ესწრებოდნენ.
დღესვე პროექტის "ღონიერი გონიერის" პრეზენტაციაც გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე 20-ზე მეტ ჭიდაობის სპორტ-კომპლექსში ბიბლიოთეკები მოეწყობა.