პოპულარულმა გამოცემამ 101greatgoals.com-მა გამოაქვეყნა მცირე ვიდეო-რგოლი, სადაც მადრიდის რეალის ფეხბურთელები ნაპოლისთან მეორე ტაიმის დაწყებამდე თავიანთი თამაშის ხარისხს განიხილავენ.
აღსანიშნავია კრიშტიანო რონალდოს სიტყვები - პორტუგალიელი ფეხბურთელი თანაგუნდელ მცველებს მიმართავს, რომ რეალმა თავდაცვა არ იცის.
გამოცემა წერს, რომ სამეფო კლუბისთვის საბედნიეროდ მისმა ფეხბურთელებმა შეტევა უკეთესად იციან და 1:0 წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარში 3 უპასუხო გოლის გატანა მოახერხეს, იტალიური კლუბი ორი მატჩის ჯამში 6:2 დაამარცხეს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ.