ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი ძალისმიერ სამჭიდში, ირაკლი ჭანტურია პოლიტიკური ნიშნით მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. ჭანტურიამ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა, სადაც ამბობს რომ ის აქტიური სპორტიდან მიდის და საქართველოს სახელით არ იასპარეზებს. სპორტსმენის განცხადებით, ამის მიზეზი უკვე არა მხოლოდ მასზე, არამედ მის ოჯახის წევრებზე გადასული ზეწოლაა.
კურიერთან საუბრისას ჭანტურია აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა 2012 წლიდან დაიწყო. სპორტსმენის თქმით, ამის მიზეზი ფოთის ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრობაა და ის ქალაქის მერს ადანაშაულებს. ირაკლი ჭანტურიას პოლიტიკური შეხედულებები გახდა ფოთის მერიიდან მისი მეუღლის, თამარ ჭოჭუას დათხოვნის მიზეზიც, გამოცხადებულ კონკურსში მან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, მაგრამ მაინც უარი მიიღო. ამასთანავე ჭანტურიას სპონსორობაზე ფოთში ერთ-ერთმა კომპანიამ უარი განაცხადა.
ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის ბრალდებებს საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი გამოეხმაურა. ხეჩიკაშვილის თქმით, სპორტსმენს სამინისტროსთვის არ მიუმართავს , თუმცა ისინი შექმნილ სიტუაციაში გარკვევას გეგმავენ.
ავტორი; დავით ერაძე