15 ნოემბერი 2024,   20:00
ვრცლად
ბარსელონას საფეხბურთო გაკვეთილი - ბლაუგრანამ პსჟ 6:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა

ბარსელონამ პსჟ-ს საფეხბურთო გაკვეთილი - ბლაუგრანამ პარიზული კლუბი 6:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ბარსელონას პირველი შეხვედრა 4:0 ჰქონდა წაგებული და აქედან გამომდინარე ყველა ავტორიტეტული გამოცემა პსჟ-ს უპირობო ფავორიტად მიიჩნევდა.

ბარსამ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. მეორე ნახევრის 50-ე წუთზე ლიონელ მესიმ პენალტით 3:0 გახადა. ანაგარიშში სხვაობა ედისონ კავანიმ 61-ე წუთზე შეამცირა და თითქოს ყველაფერი ლოგიკური დასასრულისკენ მიდიოდა, რადგანაც ბარსელონას შემდეგ ეტაპზე გასასვლელად კიდევ 3 გოლის გატანა სჭირდებოდა, თუმცა 88-ე წუთზე ნეიმარმა გოლი გაიტანა, ბრაზიელიელმა 90-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა და დუბლი მიითვალა. საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში (95) სერხი რობერტომ დააფიქსირა და ბარსელონა მეოთხედფინალში გაიყვანა. ორი მატჩის ჯამში 6:5 ბარსელონას სასარგებლოდ.

ჩემპიონთა ლიგის მეორე მერვედფინალურ შეხვედრაში კი დორტმუნდის ბორუსიამ ბენფიკა 4:0 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში 4:1 სძლია მეტოქეს.

დღის ამბები