15 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გოლი მატჩის მე-4 წამზე მოედნის ცენტრიდან გაიტანა

ბრაზილიის კლუბის კომერსიალის თავდამსხმელმა, მირაიმ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კატადუვენსესთან შეხვედრაში თავი მე-4 წამზე გამოიჩინა. მირაიმ ბურთს მსაჯის სასტარტო სასტვენისთანავე მოედნის ცენტრიდან დაარტყა.

ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი 1995 წელს, ავსტრალიური გუნდის ედილაიდ სიტის ფეხბურთელმა დემიენ მორიმ გაიტანა. მორის 3.68 წამი დასჭირდა.

 *კომერსიალი და  კატადუვენსე სან-პაულოს შტატის ჩემპიონატში ასპარეზობენ.

 

დღის ამბები