ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით დაძლია ინდიან უელსის საკვალიფიკაციო ეტაპი. შესარჩევის ფინალში ბასილაშვილმა უზბეკი ალექსანდ ბუბლიკი 2 სეტში 6:3, 7:6 (3) დაამარცხა.
ძირიტად ბადეში ბასილაშვილის მეტოქე ბარბადოსელი დარიან კინგი იქნება, რომელიც ATP-ს რეიტინგში 131-ე ადგილს იკავებს. შეხვედრა 10 მარტს, ღამის 02:00 საათზე დაიწყება. კინგის დამარცხების შემთხვევაში ქართველს TOP 10-ის კიდევ ერთ წარმომადგენელთან გაელ მონფილსთან მოუწევს თამაში.