კვირას, 12 მარტს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის IV ტურის მატჩში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებს.
დღეს ბორღალოსნებმა შევარდენის სარაგბო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა კი სამატჩო პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ გუნდის შემადგენლობა გააძლიერა და ახალგაზრდა მოთამაშეებს ნაკრების ლიდერებიც დაუბრუნდნენ, დინამო არენაზე ბორჯღალოსნებს კაპიტნის სამკლაურით კვლავ მამუკა გორგოძე გაიყვანს.
საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა რუსეთთან მატჩში;
უკანა ხაზი: 15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 ირაკლი სვანიძე, 13 გიორგი კოშაძე, 12 დავით კაჭარავა, 11 სანდრო თოდუა, 10 ლაშა ხმალაძე, 9 ვასილ ლობჟანიძე.
შერკინება: 1 მიხეილ ნარიაშვილი, 2 ჯაბა ბრეგვაძე, 3 ლაშა ტაბიძე, 4 გიორგი ნემსაძე, 5 კოტე მიქაუტაძე, 6 გიორგი ცუცქირიძე, 7 მამუკა გორგოძე (კაპ), 8 ბექა გორგაძე.
მარქაფა: 23 ბექა წიკლაური, 22 რევაზ ჯინჭველაშვილი, 21 გელა აფრასიძე, 16 ზურაბ ჟვანია, 17 გიორგი თეთრაშვილი, 18 სოსო ბეკოშვილი, 19 ლაშა ლომიძე, 20 საბა შუბითიძე.
საქართველო-რუსეთის შეხვედრა 12 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება.