გუშინ, მადრიდის რეალმა საკუთარ მოედანზე ბეტისი მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა. პირველი გოლი სევილიურმა გუნდმა სამეფო კლუბის მეკარის, კეილორ ნავასის შეცდომის წყალობით გაიტანა.
ნავასმა სახიფათო დარტყმა მოიგერია, თუმცა ბურთი ვერ შეიმაგრა და ავტოგოლი მიითვალა. ეს ეპიზოდი სოციალურ ქსელში შეაფასეს - "შეცდომა, რომელსაც სამეფო კლუბის მეკარე არ უნდა უშვებდეს," - წერდა ერთ-ერთი მომხმარებელი. ასევე, ინტერნეტში რამდენიმე ფოტო-მონტაჟი გავრცელდა, რომლის გმირიც კეილორ ნავასია.
მადრიდის რეალმა კრიშტიანო რონალდოს და სერხიო რამოსის გოლებით მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება და ლა ლიგას 62 ქულით ლიდერობს.