პორტუს მეკარემ, იკერ კასილიასმა ევროტურნირების რეკორდი დაამყარა. კასილიასს უკვე 175 შეხვედრა აქვს ჯამში ჩატარებული, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
35 წლის მეკარემ პაულო მალდინის მიღწევა გააუმჯობესა, რომელსაც ევროტურნირებზე 174 მატჩი აქვს გამართული.
პორტუ კი იუვენტუსთან 2 მატჩის ჯამში 3:0 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა.