ბარსელონას ყოფილმა მეკარემ, ვიქტორ ვალდესი, რომელიც ამჟამად ინგლისური მიდლსბროს ღირსებას იცავს, გუშინ მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ გამართულ მატჩში უხეში შეცდომა დაუშვა.
მატჩის მიწურულს, როდესაც იუნაიტედი 1:2 ამარცხებდა მეტოქეს ვალდესს უკან ფასი დაუბრუნეს, ბურთის მოგერიების დროს კი ვეტერან მეკარეს ფეხი დაუცდა და მეტოქეს გოლის გატანის საშუალება მისცა.
შეხვედრა იუნაიტედის გამარჯვებით 1:3 დასრულდა და წითელი ეშმაკები პრემიერლიგაში 52 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებენ.