15 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
მაიამის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ტომი რობრედო იქნება

ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსის ძირითად ბადეში მოხვდა. საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ ნომრად იყო განთესილი. მისი მეტოქე ბარბადოსელი დარიან კინგი უნდა ყოფილიყო, თუმცა შეხვედრა აღარ გაიმართება, რადგან ქართველი ჩოგბურთელი პირდაპირ შეიყვანეს ძირითად ბადეში.

ბასილაშვილის მეტოქე პრესტიჟულ ტურნირზე ტომი რობრედო იქნება რომელიც 2006 წელს მსოფლიოს ნომერ 5-ე ჩოგანი იყო, 34 წლის ესპანელს ATP-ის 12-ი ტურნირი აქვს მოგებული, ამ დროისთვის რობრედო მსოფლიო რეიტინგში 438-ე ადგილს იკავებს. ბასილაშვილი-რობრედოს შეხვედრა ხვალ თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

დღის ამბები