მადრიდის რეალის ლიდერი და პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი, კრიშტიანო რონალდო თავისი ქვეყნის 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
პორტუგალიის საუკეთესო მწვრთნელად ფერნანდუ სანტუში დასახელდა, რომლის ხელმძღვანელობითაც პორტუგალიამ ევროპის ჩემპიონატი მოიგო. წლის აღმოჩენად კი მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელი რენატუ სანჩესი აღიარეს.
შეგახსენებთ, რომ 2016 წელს რონალდომ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო, რეალის შემადგენლობაში კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ასევე, 2016 წელს როლანდოს ოქროს ბურთი გადასცეს.