FIFA-s დავების განმხილველი პალატის გადაწყვეტილებით ესპანეთის საფეხბურთო კლუბი ხიმნასტიკ ტარაგონა ვალდებულია ოთარ კაკაბაძის ტრანსფერისთვის თბილისის დინამოს 365 ათასი ევრო გადაუხადოს.
ესპანეთის კლუბმა ქართველი ფეხბურთელი დინამოსგან გასულ ზაფხულს შეიძინა, თუმცა ხიმნასტიკის ხელმძღვანელები თანხის გადახდისგან ამ დრომდე თავს იკავებდნენ.
FIFA-ს გადაწყვეტილების გასაჩივრება ესპანელებს 10 დღის ვადაში შეუძლიათ. შეგახსენებთ, რომ ოთარ კაკაბაძე ამ დროისთვის იჯარის წესით დანიის ესბიერგში ასპარეზობს.