სიგნალ იდუნა პარკზე გერმანიის ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. ბუნდეს ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა ლუკას პოდოლსკიმ, რომელიც ერთადერთი გოლის ავტორიც გახდა.
31 წლის პოდოლსკის 130 სანაკრებო შეხვედრაში 49 გოლი აქვს გატანილი.
მატჩი სანახაობრივი თვალსაზრისით არ გამოირჩეოდა, გატანილი გოლის გარდა, შეხვედრაში გამორჩეულის სახიფათო მომენტი პირველ ტაიმში ადამ ლალანას დარტყმა იყო, რომელიც ძელმა მოიგერია.
"ფეხბურთი მარტივი თამაშია, 90 წუთის განმავლობაში 22 კაცი დასდევს ბურთს და ბოლოს გერმანია იგებს პოდოლსკის გოლით," - განაცხადა მატჩის შემდეგ გარი ლინეკერმა.