საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სერბეთთან მატჩისთვის ემზადება. ეროვნულმა გუნდმა გუშინ დინამო არენაზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
საქართველოსა და სერბეთის საფეხბურთო დაპირისპირება, 24 მარტს დინამო არენაზე 21 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ-რეჟიმში TKT.Ge-ზე და დინამო არენას სალაროებში შეგიძლიათ.
გთავაზობთ ნაკრების შემადგენლობას;
მეკარეები: გიორგი ლორია - კრილია სოვეტოვი, გიორგი მაკარიძე, როინ კვასხვაძე.
მცველები: ოთარ კაკაბაძე, სოლომონ კვირკველია, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, გიორგი ნავალოვსკი, ჯემალ ტაბიძე, გიორგი რეხვიაშვილი, უჩა ლობჟანიძე.
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია, ნიკა კვეკვესკირი, მურთაზ დაუშვილი, ჯანო ანანიძე, ოთარ კიტეიშვილი, ვალერი ყაზაიშვილი, ჯაბა ჯიღაური, სანდრო კობახიძე, გიორგი არაბიძე.
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი, ნიკა კაჭარავა, გიორგი ქვილითაია.
ფოტო: GFF