15 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერს გამოეთიშა. ბასილაშვილი ტურნირის ძირითად ბადეში ესპანელ ჩოგბურთელთან, ტომი რობრედოსთან 3 სეტში -6:3, 4:6, 2:6 დამარცხდა.

შეხვედრა 2 საათი გაგრძელდა. ბასილაშვილმა პირველი სეტი შესანიშნავად ჩაატარა, თუმცა შემდეგ შეცდომების დაშვება დაიწყო და გამოცდილ ესპანელს გამარჯვების საშუალება მისცა.

ბასილაშვილი დევისის თასზე საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს. შეხვედრები თბილისში 7-9 აპრილს გაიმართება. ჩოგბურთელთა ნაკრების მეტოქე ლიტვა იქნება.

 

დღის ამბები