თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის პირველი დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სპორტსმენებისთვის, რომლებმაც ჯამში 3 მედალი - 2 ოქრო და 1 ვერცხლი მოიპოვეს.
66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩემპიონი ლაშა გიუნაშვილი გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში მონღოლ ტუმურხულეგ დავაადორჯს მოუგო. 60 კგ. კატეგორიაში კი ქართული ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ლუხუმ ჩხვიმიანი და ამირან პაპინაშვილი დაუპირისპირდნენ, წყვილს შორის გამარჯვებული ჩხვიმიანი გახდა.
ხვალ თბილისის გრან პრიზე მედლები ვაჟთა შორის 73 და 81 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება, ხოლო ქალებში კი 63 და 70 კგ-ებში.