15 ნოემბერი 2024,   10:56
ვრცლად
დღის შეხვედრა - ნიკოლოზ ბასილაშვილი რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება

როლანდ გაროსის პირველობაზე დღეს მესამე ეტაპის შეხვედრები გაიმართება. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირის მთავარ ფავორიტს, ესპანელ რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება.

1/16-ფინალამდე ბასილაშვილმა ფრანგი ჟილ სიმონი, შემდეგ რეიტინგის 35-ე ნომერი სერბი, ვიქტორ ტროიცკი დაამარცხა. როლან გაროსის მესამე წრეში გასვლით, 25 წლის ქართველმა სპორტსმენმა 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

რაფაელ ნდალი მსოფლიოს ყოილი პირველი ჩოგანია, ესპანელი ამჟამად რეიტინგში მე-4 პოზიციას იკავებს. ბასილაშვილი-ნადალის საჩოგბურთო დაპირისპირება თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

დღის ამბები