ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი როლანდ გაროსის 1/16-ფინალში რაფაელ ნადალთან 6:0, 6:1, 6:0 დამარცხდა.
შეხვედრა 1 საათი და 34 წუთი გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2 შეხვედრის მოგება მოახერხა. ბასილაშვილმა ჯერ ჟილ სიმონსი დაამაცხა, შემდეგ კი ვიქტორ ტროიცკი.