გოლდენ სტეიტ უორიორსმა მეორე საშინაო მატჩშში 113:132 მოუგო კლივლენდ კავალერსს და NBA-ს ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა. ოკლენდელებმა თავისი საქმე გააკეთეს და სერიის საწყისი 2 საშინაო მატჩი მოიგეს, რითაც საჩემპიონო შანსები გაიმყრეს. კალიფორნიული კლუბის ძირითადი ცენტრი, ზაზა ფაჩულია კი უახლოვდება საჩემპიონო ტიტულს.
ფაჩულია გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 13 წუთი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა 2 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი კევინ დურანტს და სტეფ კარის ჰქონდათ. კარიმ სამმაგი დუბლი შეასრულა - 32 ქულა, 11 პასი, 10 მოხსნა. დურანტმა კი 33 ქულა, 13 მოხნა, 6 პასი და 5 დაფარება მიითვალა.
სერიის მომდევნო 2 შეხვედრა კლივლენდში 8 და 10 ივნისს გაიმართება.