კლერმონი საფრანგეთის მთავარი სარაგბო ტიტულის TOP 14-ის გამარჯვებულია. კლერმონმა, რომელის რიგებშიც საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით ზირაქაშვილი თამაშობს, გადამწყვეტ შეხვედრაში ტულონი 22:16 დაამარცხა და მეორედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი.
ტულონის შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ორი მორაგბე მამუკა გორგოძის და ლევან ჩილაჩავა ასპარეზობს. ორივე მათგანი მეორე ტაიმში გამოჩნდნენ მოედანზე, ზირაქაშვილმა კი 78 წუთი ითამაშა და უდიდესი წვლილი შეიტანა კლერმონელთა გამარჯვებაში.
ჩემპიონები საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დააჯილდოვა