ზინედინ ზიდანი მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელად 2016 წლის იანვარში დაინიშნა. მანამდე ის კარლო ანჩელოტის ასისტენტად და რეალ მადრიდ კასტილიას დამრიგებელად მუშაობდა.
ზიდანმა რაფაელ ბენიტესის ფორმაციის რეალი ჩაიბარა. ესპანელი მწვრთნელი გუნდიდან ცუდი შედეგების გამო გაუშვეს. ზიზუს რეალმა პირველივე სეზონში მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება. კრიტიკოსების პოზიციით, ეს უბრალოდ გამართლება იყო და ზიდანს, როგორც მწვრთნელს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ჰქონდა დასამტკიცებელი.
2016-17 წლების სეზონში კი ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მოახერხა ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, ლეგენდარული მწვრთნელიც გახდა. სეზონის დასაწყისში მადრიდის რეალმა უეფას სუპერ თასი მოიგო. ამას მოჰყვა ოქროს მედლები კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატიდან. სეზონის დასასრული კი მართლაც გრანდიოზული აღმოჩნდა.
სამეფო კლუბმა ესპანეთის ჩემპიონობა ლა ლიგის ბოლო ტურში გაინაღდა და ბარსელონას 3 ქულით გაუსწრო. ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი ბლანკოსს ტიტულის დაცვა უწევდა. მას შემდეგ რაც ჩემპიონთა ლიგა დაარსდა, ამ შედეგისთვის არც ერთ გუნდს არ მიუღწევია. რეალმა ფინალში იუვენტუსი 1:4 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეთორმეტედ მოიპოვა ევროპის საუკეთესო გუნდის წოდება.