გოლდენ სტეიტ უორიორსმა NBA-სს ფინალური სერიის მესამე, გასვლითი მატჩიც მოუგო ლებრონ ჯეიმსის კლივლენდს და სერიაში 3:0 დაწინაურდა. შედეგად, ზაზა ფაჩულია 1 ნაბიჯით მიუახლოვდა ჩემპიონობას.
ზაზა ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 13 წუთში 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მეომრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი კევინ დიურანტი იყო, რომელმაც 31 ქულა მოაგროვა. ერთით ნაკლები - 30 ქულით დაასრულა შეხვედრა კლეი ტომპსონმა, რომელმაც 6 სამქულიანი ჩააგდო, სტეფ კარიმ კი 26 ქულა, 13 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მორიგი ფინალური მატჩი, რომლის მოგების შემთხვევაშიც „გოლდენ სტეიტი“ ჩემპიონი გახდება, 10 ივნისს, კლივლენდში გაიმართება.