გუშინ გვიან ღამით მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრები გაიმართა. მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა A ჯგუფში. შვედეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე საფრანგეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
შვედეთმა საფრანგეთის ნაკრების დამარცხებით 13 ქულა დააგორვა და A ჯგუფს სათავეში მოექცა. მეორე მესამე ადგილებს საფრანგეთისა და ჰოლანდიის ნაკრებები ინაწილებენ.ჰოლანდიამ გუშინ საკურ მოედანზე ლუქსემბურგი 5:0 დაამარცხა. ამავე ჯგუფში ბელორუსის და ბულგარეთის დაპირისპირება მასპინძლების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
გამარჯვება მოიპოვე ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, პორტუგალია ლატვიაში ადგილობრივ ნაკრებს შეხვდა და მეტოქე სამ ბურთიანი სხვაობით 3:0 დაამარცხა. 41-ე წუთზე კრიშტიანოი რონალდომ ანგარიში გახსნა. 63-ე წუთზე რონალდომ დუბლი გაიფორმა. 67-ე წუთზე კი რონალდოს გადაცემით ანდრე სილვამ მესამედ აიღო ბალტიისპირელების კარი. B ჯგუფს 18 ქულით შვეიცარია ლიდერობს, პორტუგალია 15 ქულით მეორე ადგილზეა.