როლანდ გაროსის ფინალში ერთმანეთს ესპანელი რაფაელ ნადალი და შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა დაუპირისპირდებიან.
ტურნირის ნახევარფინალში ვავრინკამ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ენდი მარეი დაძაბულ 5 სეტიან ბრძოლაში 7:6(6), 3:6, 7:5, 6:7(3), 1:6 დაამარცხა. მატჩი 4 საათი და 38 წუთი გაგრძელდა. ნადალმა კი დომინიკ ტიმს შედარებით იოლად 3 სეტში - 6:3, 6:4, 6:0 მოუგო.
კაცებში როლანდ გაროსის ფინალური დაპირისპირება 11 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.