ბარსელონას და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა, ნეიმარმა, ჯიმი კიმელის გასართობ შოუში მიიღო მონაწილეობა. ეპიზოდი ორი ერთმანეთისგან დაშორებული შენობების სახურავზე გაიმართა, ნეიმარს გოლის გატანა ევალებოდა. ბრაზიელიელმა მესამე მცდელობით მოახერხა რთული დავალების შესრულება.
შეგახსენებთ, რომ დასრულებულ სეზონში ნეიმარმა ბარსელონას შემადგენლობაში 45 მატჩი ჩაატარა, სადაც 20 გოლი და 27 საგოლე გადაცემა შეასრულა.Transfermarkt-ზე ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 100 მილიონი ევროა.