მადრიდის რეალის ლიდერს და პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს, კრიშტიანო რონალდოს მადრიდის პროკურატურამ ბრალი წაუყენა. რონალდოს გადასახადების დამალვაში ედება ბრალი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელს 2011-2014 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტში14,768,897 მილიონი ევრო არ გადაიხადა.
პროკურატურის მტკიცებით, რონალდომ 2010 წელს სააქციო საზოგადოების ტიპის კომპანია დაარსა და მისი საშუალებით ცდილობდა ესპანეთის საშემოსავლო ხარჯები დაემალა.
შეგახსენებთ, რომ ანალოგიური ბრალდებით ესპანეთის პროკურატურამ ლიონელ მესისაც დასდო ბრალი და სასამართლოს გადაწყვეტილებით, არგენტინელ ფეხბურთელს 21 თვიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა.
წყარო: 101greatgoals.com