საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა არგენტინა დაძაბულ ბრძოლაში 26:25 დაამარცხა.
ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისთვის მატჩს ჩაატარებს, სადაც ეროვნული გუნდის მეტოქე ირლანდია იქნება. შეხვედრა 18 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ არგენტინის დამარცხების შემდეგ საქართველომ ელიტაში ადგილი შეინარჩუნა მომდევნო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.