ფლოიდ მეივეზერი-კონორ მაკრეგორის ბრძოლა ოფიციალურად დადასტურდა და ის 26 აგვისტოს, ლას ვეგასში გაიმართება. შეხვედრის საპრიზო ფონდი რეკორდული თანხა 535 მილიონი ევრო იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, კონორი 90 მილიონს მიიღებს, მეივეზერი კი გაცილებით მეტს.
დაპირისპირება კრივის წესებით ჩატარდება, რაც უპირატესობას ვეტერან მეივეზერს ანიჭებს.
შეგახსენებთ, რომ ფლოიდ მეივეზერი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოკრივეა. მას კარიერაში ჩატარებული 49 შეხვედრიდან ყველა მოგებული აქვს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ფლოიდი რინგზე ბოლოს 2015 წლის სექტემბერში გავიდა და მას შემდეგ კარიერა დაასრულა.
კონორ მაკგრეგორი კი UFC-ის (შერეული ორთაბრძოლები) მებრძოლია. 2016 წელს ირლანდიელმა ედი ალვარესი დაამარცხა და ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა 2 წონაში - მსუბუქ და ნახევრადმსუბუქ კატეგორიაში მოიპოვა. მაკრეგორს კარიერის განმავლობაში 24 შეხვედრა აქვს ჩატარებული, 21 კი მისი გამარჯვებით დასრულდა.