მადრიდის პროკურატურამ სამეფო კლუბის ლიდერს, კრიშტიანო რონალდოს გადასახადების დამალვაში დასდო ბრალი. პროკურატურა პორტუგალიელს 14.7 მილიონი ევროს ვალდებულების დამალვას ედავება. ამ ფაქტთან დაკვირებით რეალმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ფეხბურთელს მხარი დაუჭირა.
"2009 წლიდან, როცა ის ჩვენთან გადმოვიდა, რონალდო მუდამ მზად იყო, ყოველი გადასახადი სამართლიანად გადაეხადა. დარწმუნებულები ვართ, რომ კრიშტიანო დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას. რეალი გამოთქვამს სურვილს, რომ რაც შეიძლება მალე გაირკვეს სიმართლე," - ნათქვამია სამეფო კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.