როჯერ ფედერერი გრუნტის ტურნირების გამოტოვების შემდეგ კორტს შტუტგარტში, ბალახის საფარზე დაუბრუნდა. მერსედესის თასზე შვეიცარიელის პირველი მეტოქე გერმანელი, მსოფლიოს ყოფილი მეორე ჩოგანი, 39 წლის ტომი ჰაასი იყო. ვეტერანი ჩოგბურთელების დაპირისპირება ჰაასის გამარჯვებით დასრულა.
ფედერერმა პირველი სეტი საკმაოდ ადვილად 6:2 მოიგო, თუმცა შემდეგ 6:7(8), 4:6 წააგო. შეხვედრა 1 საათი და 56 წუთი გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ფედერერი მსოფლიო რეიტინგში მე-5 პოზიციას იკავებს, ტომი ჰაასი კი 302-ე ადგილზეა.