15 ნოემბერი 2024,   11:05
ვრცლად
"ფულზე გაყიდული," - დონარუმა მილანიდან მიდის

იტალიური მილანის მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა, რომელსაც ბუფონის მემკვიდრედ მიიჩნევენ, ლომბარდიული კლუბს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს.

დონარუმამ ოფიციალურად უარი განაცხადა მილანთან კონტრაქტის გაღაგრძლივებაზე, ახალგაზრდა ფეხბურთელს კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 2018 წლის  ბოლომდე აკავშირებს. შედეგად მილანი იძულებულია დონამურა სარფიანი შემოთავაზების სანაცვლოდ ახლა გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ სეზონში ჯიჯი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

დონარუმას შეძენით მადრიდის რეალია დაინტერესებული და გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელსაც  სწორედ სამეფო კლუბში სურს კარიერის გაგრძელება. ამ ფაქტმა მილანის  გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია. ისინი ფეხბურთელის საცხოვრებელ სახლთან აქციებს მართავენ და პარალელურად სოციალურ ქსელში ჯიჯის შეურაცმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ.

აღსანიშნავია, რომ მილანი ახალ კონტრაქტში დონამურა წლიურ 5 მილიონ ევროს სთავაზობდა, ეს თანხა გაცილებით მეტია, ვიდრე ჯანლუიჯი ბუფონის ხელფასი.  

 

დღის ამბები