შოთა არველაძე უზბეკეთის საფეხბურთო კლუბის, ტაშკენტის ფახთაქორის მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა.
44 წლის ქართველი სპეციალისტის წარდგენის ოფიციალური ცერემონია 23 ივნისს გაიმართება.
არველაძე ბოლოს თელ-ავივის მაქაბის ხელმძღვანელობდა, რომელთანაც კონტრაქტი 2017 წლის დასაწყისში გაწყვიტა. მაქაბის გარდა არველაძე სხვადასხვა დროს თურქეთის ქაისერისფორში, ქასამფიშასა და ტრაბზონსფორში მუშაობდა.