საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი , ვაკო ყაზაიშვილი ამერიკის MLS ლიგაში გააგრძელებს კარიერას. 24 წლის ყაზაიშვილი სან ხოსეს ღირსებას დაიცავს, რომელიც დასავლეთ კონფერენციაში ასპარეზობს.
ვაკო ყაზაიშვილმა გასული სეზონი იჯარის წესით ვარშავის ლეგიაში გაატარა. ქართველი ლეგიასთან ერთად პოლონეთის ჩემპიონი გახდა, მაგრამ გუნდში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა ჰქონდა. ქართველი ფეხბურთელი არნემის ვიტესის საკუთრება იყო.
სან ხოსე ამერიკის დასავლეთ კონფერენციაში 16 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.