ზაზა ფაჩულია თავისუფალი აგენტია. ქართველს გოლდენ სტეიტთან კონტაქტი ამოეწურა და ამ ეტაპზე უცნობია სად გააგრძელებს ფაჩულია კარიერას. შესაძლოა ის კვლავ გოლდენ სტეიტში დარჩეს, თუმცა ამერიკული მედია რეალურად ატლანტა ჰოუკსში დაბრუნებას განიხილავს.
Atlanta Journal Constitution-მა ფაჩულიაზე სტატია გამოაქვეყნა და მისი გუნდში დაბრუნება სავსებით რეალურად მიიჩნია. ზაზა ატლანტას ღირსებას 2005-13 წლებში იცავდა და გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშეც იყო. ჰოუკსს მომავალ სეზონში აუცილებლად დასჭირდება გამოცდილი ცენტრი და ფაჩულია სწორედ რომ შესაფერისი კანდიდატია. ამასთანავე გამოცემას არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტი, რომ ფაჩულია კვლავ ფლობს საცხოვრებელ სახლს ატლანტაში.
შეგახსენებთ, რომ ფაჩულიამ გასული სეზონი გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში გაატარა და ჩემპიონობაც მოიპოვა. ზაზა მეომრების რიგებში საშუალოდ 18 წუთში 6,1 ქულასა და 5,9 მოხსნას აგროვებდა.