15 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
გიგა ჭიკაძე - პირველი ქართველი, რომელიც Madison Square Garden-ის დარბაზში იბრძოლებს

გიგა ჭიკაძე პირველი ქართველი იქნება, რომელიც Madison Square Garden-ის დარბაზში იბრძოლებს. გლორის ქამრის მოსაპოვებლად ნახევარფინალურ შეხვედრაში ჭიკაძის მეტოქე რუსეთის წარმომადგენელი ალექსეი ულიანოვი იქნება. 

გამარჯვების შემთხვევაში ქართველი სპორტსმენი ფინალში იასპარეზებს და UFC-ის სერიის ეგიდით ჩასატარებელი ორთაბრძოლისთვის სარეიტინგო ქულების მოგროვებას შეძლებს.

ჭიკაძე-ულიანოვის ნახევარფინალური შეხვედრა 14 ივლისს ნიუ-იორკში გაიმართება, პარალელურად ჩატარდება მეორე ნახევარფინალური ბრძოლაც და ფინალიც იმავე დღეს გაიმართება.  

 

დღის ამბები