მადრიდის რეალის ლიდერი და პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი, კრიშტიანო რონალდო ტყუპების მამა გახდა. რონალდომ ახალშობილების ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. "ჩემი ცხოვრების ორი ახალი სიყვარული," - დაწერა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ რონალდო უკვე 3 შვილი ჰყავს. პორტუგალიელს ბავშვები სუროგატი დედის დახმარებით შეეძინა. რამდენიმე თვის წინ რონალდომ განაცხადა, რომ მისი უფროსი შვილი, რონალდო ჯუნიორი დედას არ იცნობს და მისი ვინაობის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგებს, როდესაც გაიზრდება და ამისი სურვილი ექნება.