01 მაისი 2024,   10:06
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის კიდევ ერთი მცდელობა - "ნაციონალების" ინიციატივა

15 ოქტომბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას კიდევ ერთხელ მოითხოვს. ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე მესამედ გადის.

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია, თუმცა ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, დადებითი მოლოდინი არც ამჯერად აქვს.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას პანკისის ხეობის მაცხოვრებლები მხარს უჭერენ. როგორც უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე "კურიერთან" საუბრისას აღნიშნავს, ნებისმიერი ფორმატი, რაც საქმეზე არსებულ კითხვებზე პასუხების მისაღებად ეფექტური იქნება, მისასალმებელია.

არსებობს თუ არა მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა - ამ საკითხზე სამი ძირითადი არგუმენტი აქვთ "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტებს, რომლებიც მაჩალიკაშვილის ინტერესებს იცავენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას, რომელიც ხვალ ბიუროს სხდომაზე განიხილება, "ევროპული საქართველოც" მხარს დაუჭერს. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", მმართველი პარტიის წევრი დეპუტატები კომისიის შექმნის საჭიროებას კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

2018 წლის 10 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა, მისი ოჯახი საქმის გამოძიებას მოითხოვს.

საგამოძიებო პროცესში დეპუტატების ჩართვის მოთხოვნით პარლამენტში პირველი განაცხადი პანკისის ხეობის მაცხოვრებლების საინიციატივო ჯგუფმა შეიტანა. შემდეგი წარუმატებელი მცდელობა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა. თუ მესამე ჯერზე ბიურო საკითხს დაამტკიცებს, მას ჯერ იურიდიული კომიტეტი განიხილავს. კომისიის შექმნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე 50 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

დღის ამბები