20 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
არც ერთ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ძალადობის შემთხვევაში დაუსჯელი დარჩება - განათლების მინისტრის მოადგილე მოზარდზე სექსუალური ძალადობის ფაქტს ეხმაურება 

განათლების სამინისტროში, ჩხოროწყუში მომხდარ ძალადობის ფაქტს ეხმაურებიან. საქმე ეხება 15 მოზარდზე განხორციელებულ სექსუალური სახის ზეწოლას.

განათლების სამინისტროში მომხდარ ფაქტს გმობენ და იმედოვნებენ, რომ დამნაშავეა პასუხს კანონის წინაშე აგებს.

გარყვნილ ქმედებაში დადანაშაულებულ სპორტული სკოლის მწვრთნელს რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა. თუმცა სკანდალიდან მალევე მან თანამდებობა დატოვა.

პედაგოგის ძალადობის დასამტკიცებლად ვიდეოკადრები მსხვერპლმა თავად გადაიღო. გამოძიება პროკურატურამ გუშინ მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ თემაზე ინფორმაცია "რუსთავი2"-ის ეთერში გავიდა.

„რაც ვიცი, ვიცი ისიც მედიასაშუალებებიდან. სკოლაში არ განხორციელებულა არანაირი ძალადობა. ის არ ყოფილა სკოლის პედაგოგი, როგორც ვიცი იყო საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ძალადობრივ ფაქტზე უნდა იყოს ობიექტური რეაგირება და არც ერთ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ძალადობის შემთხვევაში დაუსჯელი დარჩება,“-განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა.

დღის ამბები